logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში
- +

15 მაისი. 2021. 16:31

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

 

„უკრაინა ევროპაა და ჩვენ ევროპელები ვართ. ჩვენ ვართ ევროპის ცენტრი და გული გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ჩვენ ეს დავამტკიცეთ მაიდანზე და ვამტკიცებთ ყოველ დღე, ქვეყნის ცვლილებებით, დამოუკიდებლობის და ჩვენი მომავლის მშენებლობით და ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვით. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში“, - აცხადებს ზელენსკი.

 

ცნობისათვის, უკრაინაში 15 მაისს ევროპის დღე აღინიშნება.

 

 

big_banner
არქივი