logo_geo
საბერძნეთში ლოქდაუნი უქმდება
- +

15 მაისი. 2021. 18:28

 

 

საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო  შეზღუდვებს თითქმის სრულად ხსნის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

საბერძნეთმა ტურისტებისთვის საზღვრებიც გახსნა. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა.

 

ამ მომენტისთვის, ქვეყანაში რამდენიმე მძიმე შეზღუდვა არსებობს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოიხსნება.

 

ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი 00:30-05:00 პერიოდამდე შემცირდება.

 

კერძოდ, ტურისტებს ქვეყანაში შესვლისთანავე არ მოეთხოვებათ კარანტინის გავლა. საბერძნეთში შესასვლელად, მოგზაურებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის მოწმობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გადატანილი კორონავირუსის დამადასტურებელი მოწმობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი