logo_geo
პარიზსა და ათენში პოლიციამ პალესტინელების მხარდამჭერი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
- +

16 მაისი. 2021. 10:15

 

პარიზში პალესტინელების მხარდამჭერი აქცია სამართალდამცველებმა დაარბიეს. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმენმა აქციის გამართვა აკრძალა - იმის გამო, რომ 2014 წელს ღაზის სექტორში კონფლიქტის ესკალაციის დროს ჩატარებულ ანალოგიურ ღონისძიებას არეულობა მოჰყვა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა მის გაუქმებაზე უარი თქვეს.

 

საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში 4 200 პოლიციელი გავიდა, რომლებსაც აქციის დაუყოვნებლივ დაშლის ბრძანება ჰქონდათ. მათ აქციის ასობით მონაწილეს წინააღმდეგ წყლის ჭავლები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.

 

პალესტინელების მხარდამჭერი აქცია საბერძნეთშიც გაიმართა. ათენში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

big_banner
არქივი