logo_geo
ბილ ო’რეილს Fox News კომპენსაციის სახით ათეულობით მილიონ დოლარს გადაუხდის
- +

21 აპრილი. 2017. 01:48



პოლიტიკური მიმომხილველი ბილ ო'რეილი ათეულობით მილიონ დოლარს მიიღებს კომპენსაციის სახით ტელეკომპანია Fox News-ის მიერ სამუშაო კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო. ამის შესახებ CNNMoney წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.


მათივე ცნობით, კომპენსაცია საკმაოდ დიდია, რადგან ო'რეილთან კონტრაქტი მისი სამსახურიდან გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გაფორმდა. შრომით ხელშეკრულებაში კომენტატორისთვის 25 მილიონი დოლარის გადახდაა გათვალისწინებული წელიწადში. ტელეწამყვანმა ტელევიზიაში 20 წელი იმუშავა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემა მიჰყავდა.


სკანდალი ტელეწამყვანის ირგვლივ მას შემდეგ აგორდა, რაც The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მან 13 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა ხუთ ქალს, რომლებმაც ის მათზე ძალადობაში დაადანაშაულეს კარიერული წინსვლის სანაცვლოდ. გამოცემის ინფორმაციით, თანხის ნაწილი ო'რეილიმ თავად გადაიხადა, ნაწილი - ტელეკომპანიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი