logo_geo
„მის სამყარო 2021“ მექსიკელი ანდრეა მეზა გახდა
- +

17 მაისი. 2021. 11:36

 

 

მექსიკელი ანდრეა მეზა „მის სამყარო“ 2021 წლის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ კონკურსის ოფიციალურ „ინსტაგრამ“-ანგარიშზეა აღნიშნული. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

 

მეორე ადგილი დაიკავა ინდოეთის წარმომადგენელმა, მესამე ადგილი გოგონამ ბრაზილიიდან, მეოთხე - დომინიკელმა ქალმა და მეხუთე ადგილი პერუს კონკურსანტმა.

 

კონკურსის ისტორიის განმავლობაში, მექსიკელმა ქალებმა „მის სამყაროს“ ტიტული მხოლოდ 1991 და 2010 წლებში მოიპოვეს. კონკურსში აბსოლუტური ლიდერობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უჭირავს. მან სილამაზის კონკურსში რვაჯერ გაიმარჯვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი