logo_geo
შანხაიში დანით შეიარაღებულმა ქალმა ხუთი ადამიანი დაჭრა
- +

17 მაისი. 2021. 12:52

 

 

შანხაიში, ერთ-ერთ საოფისე შენობაში, დანით შეიარაღებულმა ქალმა 5 ადამიანი დაჭრა.

 

შემთხვევა დილით ძიანსუს ქუჩაზე მდებარე საოფისე შენობაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი 37 წლის ქალია, რომელიც 15 მაისს შანხაიში იმ ადამიანის მოსაძებნად გაემგზავრა, რომელთანაც მას სასიყვარულო რომანი აკავშირებდა და პარტნიორთან ჩხუბი მოუვიდა.

 

მას შემდეგ, რაც ქალმა ვერ იპოვა ეს ადამიანი, ის დანით დაესხა თავს მათ, ვინც იქვე იმყოფებოდა.

 

თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი