logo_geo
ისრაელის მედია: ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისლამური ჯიჰადის მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა
- +

17 მაისი. 2021. 16:07

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში საჰაერო დარტყმების შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურის, ჰუსამ აბუ ჰარბიდის ლიკვიდაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ჰუსამ აბუ ჰარბიდი ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების ჩრდილოეთ დანაყოფს თითქმის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ისრაელის ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა.

 

„ისლამურ ჯიჰადს“ ჰუსამ აბუ ჰარბიდის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი