logo_geo
პალესტინურმა ორგანიზაციებმა „ფათჰმა“ და „ჰამასმა“ ე.წ. რისხვის დღე გამოაცხადეს
- +

18 მაისი. 2021. 12:51

 

 

პალესტინურმა ორგანიზაციებმა „ფათჰმა“ და „ჰამასმა“ ე.წ. რისხვის დღე გამოაცხადეს.

 

ორგანიზაციებმა მოსახლეობას საერთო გაფიცვისკენ მოუწოდეს. პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მოძრაობა „ფათჰის“ განცხადებაში არის კიდევ ერთი მოწოდება, რომ პალესტინელები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ძალებს უნდა დაუპირისპირდნენ.

 

გავრცელებული ცნობით, საერთო გაფიცვის ფარგლებში, ქალაქ ტირაში გზები ავტომობილებით არის ბლოკირებული. ასევე დაიკეტება ყველა ეკონომიკური, სავაჭრო და საგანმანათლებლო დაწესებულება დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზაში, პალესტინის სოფლებსა და ისრაელის ქალაქებში.

 

big_banner
არქივი