logo_geo
აშშ-ში მერილინ მონროს ძეგლის დადგმას აპროტესტებენ
- +

18 მაისი. 2021. 16:10

 

აშშ-ში, კალიფორნიას შტატის პალმ-სპრინგსის ქუჩის მოსახლეობა მსახიობ მერილინ მონროს ძეგლის დადგმას აპროტესტებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

პეტიციას, რომელიც მათ შეადგინეს, 40 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

მერილინ მონროს ძეგლი, რომლის სიმაღლე 8 მეტრია, ქალაქის მუზეუმის შესასვლელთან უნდა გადაეტანათ. ის განასახიერებს მსახიობის პერსონაჟს ფილმიდან „შვიდი წლის თავზე“, სადაც მისი კაბა ფრიალებს და საცვალი უჩანს.

 

„აზრი, რომ პირველი, რასაც ჩვენი მუზეუმიდან გამოსული ბავშვები დაინახავენ, გიგანტური ძეგლის საცვალია, შეურაცხმყოფელი იქნებოდა“, - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ლუი გრაჰომ.

 

ძეგლის დადგმას აპროტესტებენ მუზეუმის ყოფილი თანამშრომლებიც.

 

„ეს გაუგონარი სექსიზმია! ძეგლი პრაქტიკულად აიძულებს ადამიანებს, მას კაბის ქვეშ შეხედონ“, - განაცხადა მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, ელისაბედ არმსტრონგმა.

big_banner
არქივი