logo_geo
BBC - ისრაელი ღამით ინტენსიური დარტყმებისთვის ემზადება
- +

19 მაისი. 2021. 00:47

 

ისრაელის სამხედრო ძალები ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელის ინტენსიური დაბომბვებისთვის ემზადება. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა Jerusalem Post-ს განუცხადა, ოპერაციის ფარგლებში ახალ სამიზნეებს დაარტყამენ, რომლებზეც გასული ოთხი ღამის განმავლობაში შეტევა არ განხორციელებულა.

 

ისრაელი აცხადებს, რომ ამ დრომდე „ჰამასის“ განკარგულებაში არსებული 15 კილომეტრის სიგრძის გვირაბები უკვე გაანადგურა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი