logo_geo
დონალდ ტრამპის ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
- +

19 მაისი. 2021. 10:27

 

 

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია „ტრამპ ორგანიზეიშენს“, რომ კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მანჰეტენის პროკურატურასთან აქტიურად ვაწარმოებთ საგამოძიებო სამუშაოებს“, – ნათქვამია ნიუ-იორკის შტატის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დონალდ ტრამპის კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მანამდე, აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

 

მანჰეტენის პროკურორი საირუს ვენსი დამოუკიდებლად იძიებდა ტრამპის ორგანიზაციის საქმეს. ვენსი აცხადებს რომ კომპანიაში ფინანსურ დარღვევებს ხედავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი