logo_geo
ევროპარლამენტმა თურქეთს სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა
- +

19 მაისი. 2021. 23:31

 

 

„ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ ევროკავშირმა ურთიერთობების სიღრმისეული გადაფასება უნდა მოახდინოს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების მოხსენებაში.

 

„ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთის მთავრობა სულ უფრო და უფრო დისტანცირდა ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან. შედეგად, ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი. თუ თურქეთი არ შეცვლის ამჟამინდელ უარყოფით ტენდენციას, კომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ შეჩერებას რეკომენდაცია უნდა გაუწიოს“, - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

 

ევროპარლამენტარები შეშფოთებულნი არიან თურქეთის საპრეზიდენტო სისტემის ავტორიტარული ინტერპრეტაციით, რაც მათი აზრით, მიუთითებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არარსებობასა და პრეზიდენტის ხელისუფლების ჰიპერცენტრალიზაციაზე.

 

ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ თურქეთის შესაბამის ორგანოებს, გაათავისუფლონ ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები, ადვოკატები, აკადემიკოსები და სხვა პირები, რომლებიც მთავრობამ დაუსაბუთებელი ბრალდებებით დააპატიმრა.

 

ევროპარლამენტარები ასევე შეშფოთებულნი არიან თურქეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკით, მათ შორის საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ, ასევე თურქეთის ჩართულობით სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში, რაც მუდმივად ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრიორიტეტებს.

 

ევროპარლამენტის წევრებმა თურქეთს სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდეს. ევროპარლამენტარების განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს თურქ და სომეხ ხალხებს შორის ნამდვილ შერიგებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი