logo_geo
HBO Max-მა „მეგობრების“ ახალი ეპიზოდის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
- +

20 მაისი. 2021. 11:12

 

HBO Max-მა სერიალ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის შესახებ „Hollywood Reporter“ წერს.

 

ეპიზოდს თოქ-შოუს ფორმატი ექნება, მასში მთავარი როლების ექვსივე შემსრულებელი მონაწილეობს - ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი.

 

ტრეილერში ისინი ჰყვებიან, როგორ გაიცნეს ერთმანეთი და სერიალის ცნობილ სცენებს იხსენებენ.

 

 

big_banner
არქივი