logo_geo
ჰეიკო მაასი: ისრაელს თავდასხმებისგან თავის დაცვის უფლება აქვს
- +

20 მაისი. 2021. 14:57

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ისრაელს მასიური და მიუღებელი თავდასხმებისგან თავის დაცვის უფლება აქვს.

 

„სანამ არსებობენ სახელმწიფოები და ჯგუფები, რომლებიც ისრაელს განადგურებით ემუქრებიან, მას უნდა შეეძლოს საკუთარი მოსახლეობის დაცვა. გერმანია გააგრძელებს წვლილის შეტანას, რათა ასე მოხდეს“, - აღნიშნა მაასმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბი აშკენაზისთან შეხვედრისას.

 

მისი თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თავდასხმების მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ამიტომ, გერმანია მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევას.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო მცდელობებს და დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალადობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს ძალიან გვაწუხებს და ამიტომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - განაცხადა მაასმა.

 

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს ჩავიდა.

big_banner
არქივი