რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კბილებს ჩაულეწავს მათ, ვისაც რუსეთის ნაწილის მოკბეჩა სურს.
„ყველას სურს, რუსეთს რამე მოკბიჩოს, თუმცა, კბილებს ჩავულეწავთ მათ, რათა ვერ შეძლონ ეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, ვიღაცები იმის თქმას ბედავენ, რომ ციმბირის სიმდიდრე რუსეთს უსამართლოდ ეკუთვნის.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გააძლიეროს და შეინარჩუნოს ქვეყანა.