ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა.
„მიღწეულია შეთანხმება COVID-19-ის ციფრულ სერტიფიკატზე. მივესალმები დღევანდელ წინასწარ შეთანხმებას“, - განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა.
26 მაისს შეთანხმებას კენჭს ევროპარლამენტის პროფილური კომიტეტი უყრის, ხოლო საბოლოო კენჭისყრა 7-10 ივნისისთვისაა ჩანიშნული.