logo_geo
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
- +

20 მაისი. 2021. 22:19

 

 

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

 

„მიღწეულია შეთანხმება COVID-19-ის ციფრულ სერტიფიკატზე. მივესალმები დღევანდელ წინასწარ შეთანხმებას“, - განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა.

 

26 მაისს შეთანხმებას კენჭს ევროპარლამენტის პროფილური კომიტეტი უყრის, ხოლო საბოლოო კენჭისყრა 7-10 ივნისისთვისაა ჩანიშნული.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი