logo_geo
მორიგი თავდასხმა სკოლაში - რუსეთში მოსწავლემ მასწავლებელი დანით დაჭრა
- +

21 მაისი. 2021. 12:05

 

 

რუსეთში, პერმის ოლქში, ქალაქ ბერეზენიკში ლიცეუმის მოსწავლე მასწავლებელს თავს დაესხა და დანით დაჭრა.

 

მასწავლებელი ჰოსპიტალიზირებულია, მოსწავლე კი დაკავებული. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტი მასწავლებლის მიერ დაწერილ შეფასებას უკავშირდებოდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 74 წლის ქალი ფიზიკის მასწავლებელია, მას ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

 

big_banner
არქივი