ნიუ-იორკში $5 მილიონი გათამაშდება მათთვის, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს. ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუმომ Twitter-ზე დაწერა.
კერძოდ, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, ლატარიის ბილეთს უფასოდ მიიღებს და შედეგად $5 მილიონის გათამაშების მონაწილე ავტომატურად გახდება.
აცრის გარდა, თანხის გათამაშებაში მონაწილის მსურველებმა კიდევ ერთი პირობა უნდა დააკმაყოფილონ. მათ არჩევანი Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს შორის უნდა გააკეთონ.
გათამაშებაში მონაწილეობას 18 წელს ზემოთ ახალგაზრდები შეძლებენ.
მანამდე ნიუ-იორკის მერი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ კოვიდვაქცინით აცრის შემთხვევაში უფასო ფასტფუდს მიიღებდნენ. მათ რესტორან Shake Shack-ში აცრის სერტიფიკატი უნდა წარედგინათ.