logo_geo
მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა
- +

23 მაისი. 2021. 10:46

 

 

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური სტატისტიკით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

 

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა woldometers აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად კორონავირუსისგან 147.9 მილიონი პაციენტი განიკურნა, ხოლო ამჟამად ინფიცირებულია 15.5 მილიონი ადამიანი.

 

woldometers-ის თანახმად, ვირუსს ჯამში 3.46 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.

 

 

big_banner
არქივი