logo_geo
ბერლინი გერმანიის ყველაზე საშიშ ქალაქად დასახელდა!
- +

21 აპრილი. 2017. 21:32



„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ბერლინი გერმანიის ყევლაზე საშიშ ქალაქად დასახელდა. 2016 წელს გერმანიის დედაქალაქში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 16 161 რეგისტრირებული სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ეს არის კრიმინალური პოლიციის სტატისტიკური მონაცემების ნაწილი. მთლიანი სტატისტიკის გამოქვეყნებას ქვეყნის შს მინისტრი ტომას მეზიერი ორშაბათს აპირებს.


მეორე ადგილზე ამ მონაცემებით ლაიფციგია, მესამეზე - მაინის ფრანკფურტი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 2015 წელს სიის სათავეში იდგა.


ამავე სტატისტიკური მონაცემებით, გერმანიის ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მიუნხენია.










 

big_banner
არქივი