logo_geo
ჩინეთში ტემპერატურის უეცარ კლებას სულ მცირე 21 ადამინი ემსხვერპლა
- +

23 მაისი. 2021. 12:19

 

 

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, განსუს პროვინციაში, სადაც მარათონი მიმდინარეობდა, ტემპერატურა უეცრად დავარდა.

 

BBC-ის ინფორმაციით, შეჯიბრების დროს მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა და სეტყვა წამოვიდა.

 

ტემპერატურის სწრაფ კლებას მარათონის სულ მცირე 21 მონაწილე ემსხვერპლა. სამაშველო ჯგუფებმა 18 დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა დროულად შეძლეს.

 

შეჯიბრში მონაწილეობას სულ 172 სპორტსმენი იღებდა.

 

 

big_banner
არქივი