logo_geo
მინსკში ბომბის შესახებ შეტყობინების გამო დაშვებულმა Ryanair-ის თვითმფრინავმა ბელარუსი დატოვა
- +

24 მაისი. 2021. 01:57

 

 

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც მინსკში ბომბის გამო შეტყობინების გამო დაეშვა, ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტიდან გაფრინდა. ამის შესახებ Meduza წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ათენი-ვილნიუსის რეისის მგზავრებმა აეროპორტში დაახლოებით 7 საათი გაატარეს. ერთ-ერთი მათგანი, ტელეგრამ-არხის Nexta-ს დამფუძნებელი და ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, დააკავეს. ის მინსკში რჩება.

 

პროტასევიჩის დაკავების შემდეგ, ლიეტუვის მთავრობაში განაცხადეს, რომ რეისის მინსკში დაშვება ბელარუსის მთავრობის დაგეგმილი ოპერაციაა. ლიეტუვამ და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებმა თვითმფრინავისა და მისი მგზავრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ინციდენტის გამოძიებისკენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა.

 

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ. ამასთან, ის ტერორისტულ ქმედებებთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირთა სიაშია შეყვანილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი