logo_geo
ჯანმო: მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ „სკანდალური უთანასწორობაა“
- +

24 მაისი. 2021. 18:26

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ქვეყნებს მოუწოდებს, „კოვაქსის“ მექანიზმს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები აჩუქონ იმისთვის, რომ სექტემბრისთვის ყველა ქვეყნის მოსახლეობის 10%, წლის ბოლომდე კი - 30% აიცრას.

 

მისი თქმით, ვაქცინების განაწილების თვალსაზრისით მსოფლიოში "სკანდალური უთანასწორობაა“ და ვაქცინების დოზების 75% -ზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის.

 

„მსოფლიოში გამოყენებული დოზების რაოდენობა საკმარისი იქნებოდა ყველა ჯანდაცვის მუშაკისა და ხანდაზმული ადამიანების ვაქცინაციისთვის, თუკი მათი განაწილება სამართლიანად მოხდებოდა“, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ყოველწლიურ სამიტზე.

 

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში მინიმუმ 115 000 ჯანდაცვის მუშაკი გარდაიცვალა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი