logo_geo
ავსტრალია 28 მაისს ავღანეთში თავის საელჩოს დახურავს
- +

25 მაისი. 2021. 10:43

 

 

ავსტრალია 28 მაისს ავღანეთის დედაქალაქში თავის საელჩოს დახურავს. ავსტრალიის ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილების მიზეზად მზარდად არასტაბილურ უსაფრთხოების გარემოს ასახელებს.

 

ავსტრალიის მთავრობის ცნობით, ავსტრალიელი დიპლომატები ავღანეთში რეგულარულ ვიზიტებს განახორციელებენ, თუმცა, ბაზირებული იქნებიან რეგიონის სხვა ქვეყანაში.

 

როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მარის პეინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ავსტრალიის მოლოდინია, რომ ეს ზომა დროებითი იქნება და ქაბულში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა აღდგება, როგორც კი ამის საშუალებას გარემოებები მისცემს.

 

ავსტრალიამ ქაბულში თავისი საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება ავღანეთიდან NATO-ს ძალების გაყვანის ფონზე მიიღო. აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებენ. ავღანეთიდან NATO-ს ძალების გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია.

 

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ავსტრალიამ ავღანეთში თავისი სამხედროების რაოდენობა 1 500-დან დაახლოებით 80-მდე შეამცირა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი