logo_geo
ინდოეთს ძლიერი ციკლონი უახლოვდება
- +

25 მაისი. 2021. 14:58

 

 

„ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთს, ორისასა და დასავლეთ ბენგალის შტატებს ძლიერი ციკლონი „იასი“ უახლოვდება“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

მოსალოდნელი სტიქიის გამო, ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მათი უმეტესობა თავშესაფრებშია გადაყვანილი.

 

ციკლონის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 177 კილომეტრს აღწევს. შედარებით ძლიერ ზარალს ვარაუდობენ დასავლეთ ბენგალის შტატში. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ შტატის 20 დასახლება ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.

 

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯამში, ნახევარ მილიონამდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი