logo_geo
ქალის საცვალმა დელფინი მოკლა
- +

26 მაისი. 2021. 16:42

 

 

ბრაზილიაში სანაპიროზე მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს, რომლის სიკვდილის მიზეზიც ცხოველის ფარფლზე შემოხვეული ქალის საცვალი გახდა, ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

 

როგორც წერენ, საცვალი იმდენად მჭიდროდ იყო შემოხვეული ფარფლზე, რომ თითქმის ძვლამდე იყო დასული და დელფინს ღია ჭრილობა ჰქონდა.

 

ვეტერინართა ჯგუფი, რომელმაც ცხოველი გაკვეთა, მიიჩნევს, რომ საცვალი დელფინს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა შემოხვეული და ვარაუდობენ, რომ ის ქსოვილში ჯერ კიდევ მაშინ გაიხლართა, როდესაც პატარა იყო და ამან მისი ცურვისა და ნადირობის უნარი შეზღუდა. დელფინი იყო გამხდარი, ჰქონდა პნევმონია და დიდი რაოდენობით პარაზიტები ყურსა და ფილტვებში.

 

გვიანური დელფინი (Sotalia guianensis) სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ წყლებში, ასევე ცენტრალური ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს. ეს სახეობა გადაშენების პირასაა და მთავარ საფრთხეს მათი ბადეებში ჩახლართვა წარმოადგენს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი