logo_geo
ბრედ პიტმა შვილებზე საერთო მეურვეობა მოიპოვა
- +

27 მაისი. 2021. 01:05

ჰოლივუდის მსახიობმა პრედ პიტმა შვილებზე, რომელიც მას ანჯელინა ჯოლისგან ჰყავს, საერთო მეურვეობა მოიპოვა.

 

ამ საკითხზე ყოფილი წყვილის სასამართლო პროცესი თითქმის 5 წელი გრძელდებოდა. გამოცემის ცნობით, ახლა მეურვეობის შესახებ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

 

„ბრედს უბრალოდ სურდა საკუთარ შვილებთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა და ცხადი იყო, რომ ანჯელინა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, - ამბობს გამოცემა Page Six-ის წყარო.

 

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა. მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი ბიოლოგიური, 3 კი ნაშვილებია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი