logo_geo
ჯეფ ბეზოსმა „Amazon“-ის მმართველის პოსტის დატოვების თარიღი დაასახელა
- +

27 მაისი. 2021. 12:47

 

 

„Amazon“-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. მისივე განცხადებით, 5 ივლისიდან კომპანიაში ბეზოსის ადგილს ვებ სერვისების მიმართულების უფროსი ენდი ჯესი დაიკავებს. ცვლილებები „Amazon“-ში წლის მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა გადაეცემა ენდი ჯესის, რომელიც ახლა „Amazon Web Services“-ის სათავეშია.

 

ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება და ყურადღებას გაამახვილებს ახალ პროექტებსა და ინიციატივებზე.

 

ცნობისთვის, 57 წლის ბეზოსმა „Amazon“ 1994 წელს დააარსა. კომპანია ერთ დროს მხოლოდ წიგნებით ვაჭრობდა, დღეს კი ის მეგა-რითეილერად იქცა. „Amazon“-ის საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე აჭარბებს $1.6 ტრილიონს.

 

ენდი ჯესი კი „Amazon“-ს 1997 წელს შეუერთდა, ის ვებსერვისების ჯგუფს ხელმძღვანელობდა პირველივე დღიდან. სწორედ ეს მიმართულებაა „Amazon“-ის შემოსავლების მთავარი წყარო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი