logo_geo
228 წლის განმავლობაში პირველად ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს
- +

27 მაისი. 2021. 15:38

 

 

228 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმს – ლუვრს ქალი მმართველი ეყოლება.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლუვრის ხელმძღვანელად ლორენს დე კარი დანიშნა, რომელსაც განათლება ხელოვნების ისტორიის მიმართულებით აქვს მიღებული.

 

დე კარი 2017 წლიდან პარიზის ორესის მუზეუმს ხელმძღვანელობს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მუზეუმმა რეკორდულად ბევრ დამთვალიერებელს უმასპინძლა. ლუვრის ხელმძღვანელის პოსტს კი ის სექტემბრიდან გადაიბარებს.

 

საფრანგეთში მუზეუმებმა მუშაობა გასულ კვირას განაახლეს. ლუვრში აცხადებენ, რომ 2020 წელს მუზეუმის დამთვალიერებლების რაოდენობა 72 პროცენტით შემცირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი