logo_geo
ავსტრალიაში 3 000 წლის შემდეგ პირველად, ტასმანიური ეშმაკები დაიბადნენ
- +

28 მაისი. 2021. 12:17

 

 

ავსტრალიაში 3 000 წლის შემდეგ პირველად, ტასმანიური ეშმაკები დაიბადნენ.

 

CNN-ის ცნობით, მრავალი წელი ტასმანიური ეშმაკი ავსტრალიაში გადაშენებულად ითვლებოდა და გასული წლიდან ეკოლოგები მათი პოპულაციის აღდგენას ცდილობენ.

 

მეცნიერებმა ცხოველები კუნძულ ტასმანიიდან ბარინგტონის ველური ბუნების ნაკრძალში გაუშვეს და ცხოველები ბუნებრივად გამრავლდნენ.

 

ცხოველის სახელის ისტორია

 

პირველ ევროპელ კოლონისტებს, რომლებიც საუკუნეების წინ კუნძულ ტასმანიაზე გადაბარგდნენ, ხშირად აფრთხობდათ საზარელი ყვირილი, რომელიც იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ მის „ავტორს“ ეშმაკი უწოდეს. მოგვიანებით კი, როცა მეცნიერებმა ცხოველს ავსტრალიაშიც მიაგნეს, ჩანთოსანმა სრულად გაამართლა მრისხანე მტაცებლის რეპუტაცია და მეცნიერულ წყაროებშიც სამუდამოდ დაიმკვიდრა ნაკლებად პოპულარული - ტასმანური ჩანთოსანი ეშმაკის სახელი.

big_banner
არქივი