logo_geo
იაპონიაში „Pfizer/BioNTech“-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვეს
- +

28 მაისი. 2021. 13:20

 

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ „Pfizer/BioNTech“-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) „Pfizer/BioNTech“-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მაისში დაუშვა.

 

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე 600 ათასზე მეტი ბავშვი აიცრა.

 

დღეს ევროპის წამლის სააგენტო (EMA) 12-15 წლის ბავშვებში „Pfizer“-ის ვაქცინის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

დამტკიცების შემთხვევაში, ეს ევროკავშირში პირველი ვაქცინა იქნება, რომელიც ავტორიზაციას მიიღებს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის.

 

big_banner
არქივი