logo_geo
საფრანგეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი ქალი დაჭრა
- +

28 მაისი. 2021. 20:05

 

საფრანგეთის ქალაქ ლა შაპელ-სურ-ერდრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი ქალი დაჭრა. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად მოკლეს.

 

დაჭრილი პოლიციელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ასევე, თავდამსხმელის დევნის ოპერაციისას დაშავდა ორი სამართალდამცველი.

 

ოპერაციაში ორი ვერტმფრენი და 200-ზე მეტი ოფიცერი მონაწილეობდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მამაკაცი ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხე მარტში დატოვა.

 

big_banner
არქივი