logo_geo
ავსტრალიაში „შოკოლადის ბაყაყი" აღმოაჩინეს
- +

29 მაისი. 2021. 15:40

 

 

მეცნიერმა სტივ რიჩარდსმა, ახალი გვინეის ტყეებში ავსტრალიური ბაყაყის ახალი ჯიში აღმოაჩინა, რომელსაც Litoria mira უწოდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ წერს.

 

პირველად კაკაოს ფერის ბაყაყი, მეცნიერმა 2016 წელს აღმოაჩინა, რის შემდეგაც მასზე კვლევები დაიწყეს.

 

წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევისა და გენეტიკური ტესტირებების შემდეგ, რიჩარდსსა და მის კოლეგებს შეუძლიათ თამამად განაცხადონ, რომ Litoria mira ნამდვილად ახალი სახეობაა.

 

Litoria mira გარეგნულად ავსტრალიის ხის ბაყაყს ჰგავს, მისგან მხოლოდ შოკოლადისფერი შეფერილობით განსხვავდება. ამასთან, მისი ზომა ზრდასრულ ასაკში 7-დან 8 სმ-მდე აღწევს.

 

 

big_banner
არქივი