logo_geo
ნიუ-იორკში მილიარდერების ქუჩაზე მიუსაფართა თავშესაფარს გახსნიან
- +

29 მაისი. 2021. 19:39

 

 

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მანჰეტენზე მიუსაფართა თავშესაფარს ააშენებენ. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, ეს ადგილი „მილიარდერთა ქუჩის“ სახელითაა ცნობილი.

 

 

თავშესაფარი სასტუმრო Park Savoy შენობაში გაიხსნება, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს. გადაწყვეტილება უსახლკაროებზე ზრუნვის მოტივით მიიღეს.

 

 

გამოცემის ცნობით ანალოგიური გადაწყვეტილება ბრიტანეთის ხელისუფლებამ სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში მიიღო. კერძოდ, გადაწყდა, რომ ლონდონის მთავარ ქუჩებზე მდებარე კომერციული ფართები კომპანია McCarthy & Stone-სთვის გადაეცათ, რომელიც მოხუცებულთა სახლებს აშენებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი