logo_geo
არეულობის შედეგად კოლუმბიაში 10 ადამიანი დაიღუპა
- +

29 მაისი. 2021. 23:42

 

 

კოლუმბიაში საპროტესტო აქციებს სულ ცოტა 10 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას რადიოსადგური Efe Eme ავრცელებს.

 

რადიოსადგურის მონაცემებით, კოლუმბიაში, ქალაქ კალიში არეულობა გუშინ საღამოს დაიწყო. მსხვერპლის გარდა ქალაქში ვანდალიზმისა და ძარცვის ფაქტებიც დაფიქსირდა.

 

გუშინ საღამოს, კოლუმბიის პრეზდენტმა ივან დუკემ კალის პოლიციის დახმარების მიზნით და ქალაქში წესრიგის აღსადგენად დამატებითი საჯარისო ნაწილები გაგზავნა.

 

2020 წლის 28 აპრილიდან კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები იმართება. არეულობა მოხდა ქალაქ ბოგოტაში, კალიში, მედელინში. დაზარალდა 2,2 ათასამდე ადამიანი. ხოლო არეულობას ამ დრომდე 43 ადამიანი ემსხვერპლა.

 

მოგვიანებით ხელისუფლებამ რეფორმის გეგმაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობა განაცხადა. კოლუმბიის ფინანსთა მინისტრი გადადგა. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც არ შეწყდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი