logo_geo
აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა
- +

30 მაისი. 2021. 11:54

 

 

აშშ-ში, ტენესის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი  ჩამოვარდა. რუტერფორდის ოლქის სახანძრო და სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი ტბაში ჩავარდა და სავარაუდოდ, მის ბორტზე მყოფი 7 ადამიანი იმსხვერპლა.

 

CNN-ის ცნობით, მაშველებმა ამ დროისათვის Cessna C501-ის თვითმფრინავის მხოლოდ ერთი მგზავრის ცხედარი იპოვეს.

 

ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:35 საათზე მოხდა. Cessna C501-ის ტიპის მცირე ზომის თვითმფრინავი სმირნას აეროპორტიდან პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიფრინავდა. აფრენიდან მალევე, იგი პერსი პრისტის ტბაში ჩავარდა.

 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი