logo_geo
„საგრადა ფამილია“ დამთვალიერებლისთვის გაიხსნა
- +

30 მაისი. 2021. 12:36

 

ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბარსელონაში მდებარე ტაძარი, „საგრადა ფამილია“ დამთვალიერებლისთვის გაიხსნა.

 

ტაძარი მხოლოდ უქმეებზე, შაბათ-კვირას, დილის 09:00-დან 15:00 საათამდე მუშაობს. ყოველი ერთი საათის განმავლობაში, ათასზე მეტი ბილეთი იყიდება, თუმცა მათი შეძენა მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი.

 

პანდემიით გამოწვეული 9-თვიანი პაუზის გამო, შეფერხდა გაუდის დაუმთავრებელი შედევრის მშენებლობაც.

 

არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ, გარდაცვალებამდე, 1926 წლამდე, ეკლესიის მხოლოდ მეოთხედის აშენება მოასწრო. იმედოვნებენ, რომ მშენებლობა მისი გარდაცვალების 100 წლისთავზე, 2026 წელს დასრულდება. როდესაც მისი მშენებლობა დასრულდება, 172-მეტრიანი შენობა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ეკლესია იქნება.

big_banner
არქივი