logo_geo
„The Beatles“-ის შესახებ ახალი ფილმი გადაიღეს
- +

30 მაისი. 2021. 18:48

 

„ბითლზების“ შესახებ ახალი ფილმი გადაიღეს. ფილმი სახელწოდებით „The Beatles and India“ ჯგუფის წევრების ინდოეთში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.

 

დოკუმენტური ფილმი 1968 წელს გადაღებულ კადრებს აერთიანებს. ფილმის რეჟისორი ატოი ბოზმა და პიტ კიმპტონი არიან.

 

მაყურებელი ფილმის მეშვეობით ჯგუფის შესახებ აქამდე უცნობ, საინტერესო ისტორიებს შეიტყობს.

 

ფილმის პრემიერა „English Tongues On Fire“ კინოფესტივალზე, 6 ივნისს გაიმართება.

 

 

 

 

big_banner
არქივი