logo_geo
გუგა ქაშიბაძე: ლეღვის ნახარშით გარუჯვის ტრადიცია 10 წლის ხდება
- +

31 მაისი. 2021. 18:50

 

 

„ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიღების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი ხდება“, – ამის შესახებ „ინფო რუსთავს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, პლასტიკურმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

 

„დიდი იმედი გვაქვს, აღარ იქნება ასეთი შემთხვევები. იუბილეა, პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი ხდება, მაგრამ იქნებ არ გავაკეთოთ. ბევრ ტრადიციას არ გაუძლია და იქნებ ამანაც ვერ გაძლოს. ყოველწლიურად გვაქვს იმედი, რომ ის წელი ჩავარდება, თუმცა შემთხვევები მაინც გვაქვს.

 

ეს არის სუფთა ქართული ტრადიცია, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ფიქრობენ ამ საკითხზე, ბევრს გაუციებია და ისე წაუსვამს, ბევრს დანამატები გაუკეთებია, ბევრმა გორგოლაჭებიანი საღებავის წასასმელი შეიძინა და იმით წაისვა და ა.შ.“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი