logo_geo
ევროკავშირის 6 ქვეყანაში კოვიდსერტიფიკატების ციფრული სისტემა ამოქმედდა
- +

1 ივნისი. 2021. 19:50

 

დღეიდან ევროკავშირის 6 ქვეყანაში კოვიდსერტიფიკატების ციფრული სისტემა ამოქმედდა.ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ხორვატია და პოლონეთი.

 

ვროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი (EU Digital COVID certificate) ხელმისაწვდომი იქნება ციფრული და ქაღალდის ფორმატით, შეიცავს QR კოდს და გაიცემა უფასოდ.

 

მასში პირისთვის ჩატარებული კოვიდის საწინააღმდეგო აცრების, ტესტის უარყოფითი შედეგისა და კოვიდისგან განკურნების შესახებ ინფორმაციაა დატანილი. ის ევროპელების თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

ევროკომისიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კოვიდსერტიფიკატების სისტემა მომდევნო დღეებსა და კვირებში სხვა ქვეყნებშიც ჩაეშვება. სისტემა 1-ელი ივლისისთვის ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს.

 

კორონავირუსთან დაკავშირებული ე.წ. სამოგზაურო „მწვანე სერტიფიკატის“ შემოღების შესახებ ევროპარლამენტმა შეთანხმებას 20 მაისს მიაღწია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი