logo_geo
დედამიწის ბრუნვის ტემპი აჩქარდა
- +

2 ივნისი. 2021. 16:42

 

 

ჩვენი განსაზღვრებით, ერთი დღე ეს არის 24 საათი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ 86 400 წამი - ეს სწორედ ის დროა,  რომელიც ჩვენს პლანეტას თავისი ღერძის გარშემო შემოსატრიალებლად სჭირდება. ამასთან,  გამოცემა „Science Focus“ წერს, რომ დედამიწა არცთუ ისე თანაბრად  ბრუნავს.

 

ჩვეულებრივ, დედამიწის ბრუნვა ნელდება, რის გამოც დღის ხანგრძლივობა იზრდება. დღის ხანგრძლივობა საუკუნეში საშუალოდ 1,8 მილიწამით იმატებს. ეს ნიშნავს, რომ 600 მილიონი წლის წინ, დღეში მხოლოდ 21 საათი იყო.

 

დღის ხანგრძლივობაზე გავლენას ასევე ახდენს სეისმური აქტივობა, გამყინვარება, ამინდი, ოკეანეების მიქცევა და მოქცევა, დედამიწის მაგნიტური ველი და სხვა ფაქტორები. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი