logo_geo
ინდოეთში ქორწილის დროს გარდაცვლილი პატარძალი მისი დით ჩაანაცვლეს
- +

3 ივნისი. 2021. 10:43

 

ინდოეთში პატარძალი ქორწილის დროს გარდაიცვალა, თუმცა ოჯახმა ცერემონია არ გადადო და სასიძოს გარდაცვლილის უმცროსი და გაჰყვა ცოლად. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პატარძალს, რომელსაც სურბჰი ერქვა, ცერემონიის დროს გულის შეტევა დაემართა. ადგილზე მისულმა ექიმმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. თუმცა, ქორწილის ჩაშლის ნაცვლად, ორივე ოჯახმა ცერემონიის გაგრძელება გადაწყვიტა და პატარძალი მისი უმცროსი დით, ნიშათი ჩაანაცვლეს. სურბჰის ცხედარი მის საძინებელში დაასვენეს, ნიშა კი ქორწილისთვის მოამზადეს. სურბჰის ბიძამ განაცხადა, რომ ოჯახისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო: „ასეთი შერეული ემოციები არასოდეს განგვიცდია. სევდა გარდაცვალების გამო და ბედნიერება ქორწილის გამო“, - განაცხადა მან.

 

გარდაცვლილის ძმამ კი აღნიშნა: „რთული დასაჯერებელი იყო, რომ ერთ ოთახში ცხედარი ესვენა, მეორეში კი პატარძალი ქორწილისთვის ემზადება. არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით“.

 

ოჯახების გადაწყვეტილებაზე შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ცერემონიის ჩაშლის შემთხვევაში, პატარძლის ოჯახს მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოუწევდა, სიძის ოჯახს კი სავარაუდოდ ქორწილიდან ცოლის გარეშე დაბრუნების სტიგმისგან თავის არიდება უნდოდა.

სურბჰი და მისი საქმრო ცერემონიის დროს

big_banner
არქივი