logo_geo
უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი
- +

4 ივნისი. 2021. 02:28

 

ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ აცხადებს, რომ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი.

 

„ყველაფერი, რასაც პროტასევიჩი ამბობს, ზეწოლის ქვეშ იყო ნათქვამი. სულ მცირე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, პროპაგანდაა, რომელსაც სიმართლის საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეს ბელიაცკიმ.

 

მისი თქმით, ბელარუსულმა სპეცსამსახურებმა რომან პროტასევიჩი აიძულეს ბრალი ეღიარებინა, რადგან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არასერიოზულია.

 

მანამდე ბელარუსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რომან პროტასევიჩის ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ისეთ ქმედებებს უწევდა ორგანიზებას, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

 

big_banner
არქივი