logo_geo
ყირგიზეთი ტაჯიკეთს საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
- +

4 ივნისი. 2021. 10:30

 

ყირგიზეთი ტაჯიკეთს ორი ქვეყნის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

 

ამის შესახებ ყირგიზეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

 

მათივე ცნობით, ტაჯიკეთმა დაარღვია მანამდე მიღწეული შეთანხება, რომლის მიხედვითაც, ორი ქვეყნის საზღვრის არადემარკირებულ ნაწილში არავითარი სამუშაოები არ უნდა ჩატარებულიყო, ვიდრე საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არ დასრულდებოდა.

 

„4 ივნისს, ღამე ტაჯიკეთის მხარე შევიდა ყირგიზეთის ტერიტორიის სიღრმეში 1 000 მეტრზე. მათ დაამონტაჟეს კონტეინერი საზღვრის არადემარკირებულ მონაკვეთზე ოშის ოლქში“, – ნათქვამია ყირგიზეთის მთავრობის განცხადებაში.

 

როგორც იუწყებიან, დაძაბულობის განმუხტვისთვის ადგილზე გაემგზავრა ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

 

აპრილის ბოლოს ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სადავო მონაკვეთების გამო შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი