logo_geo
კოვიდით გარდაცვლილი ქალი დაკრძალვის შემდეგ სახლში დაბრუნდა
- +

4 ივნისი. 2021. 17:12

 

ინდოეთში ქალი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაცვლილად გამოაცხადეს, სახლში დაბრუნდა და ოჯახის წევრები შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ ნათესავებმა მისი კრემაცია მოახდინეს და ორი კვირის წინ დაკრძალეს. ინფორმაციას „Daily Star“ ავრცელებს.

 

15 მაისს 60 წლის მუკტიალა გირიჯამის ოჯახს განუცხადეს, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ნათესავებს დაღუპულის ცხედარი არ ანახვეს. ის დამცავ აპკში იყო გახვეული. ოჯახის წევრებმა კრემაციის რიტუალი ჩაატარეს.

 

2 ივნისს, როდესაც გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ბოლო ეტაპები უნდა დასრულებულიყო, ქალი საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა და ნათესავებს უსაყვედურა, რომ მას არავინ დახვდა.

 

მუკტიალის ოჯახი ახლა ცდილობს, გაარკვიოს, ვისი ცხედარი გამოატანეს მათ საავადმყოფოდან.

 

https://www.dailystar.co.uk/news/world-news/woman-who-died-covid-returns-24245431

 

big_banner
არქივი