logo_geo
124 წლის ინდოელი ბებო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
- +

5 ივნისი. 2021. 13:46

 

 

ინდოელი ბებომ კოვიდის ვაქცინის პირველი დოზის მიღებისას განაცხადა, რომ ის 124 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი მსოფლიოს უხუცესი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, Dailymail ავრცელებს.

 

რეჰტი ბიგუმი იმ 9000 ადამიანს შორის მოხვდა, ვისაც ქალაქ ბარამულში ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდა, მის სამედიცინო ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ის 124 წლისაა, თუმცა, არანაირი დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტი ამ ეტაპზე არ არსებობს. როგორც ჩანს, ამცრელი პერსონალისთვის ეს ინფორმაცია სარწმუნო აღმოჩნდა, სწორედ ამიტომაც აცრის ფურცლის მიხედვით СOVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოს უხუცესი ადამიანი აიცრა.

 

ვაქცინირებისას აღმოჩენილი ინფოელი ქალბატონი, ამ დრომდე დედამიწაზე მცხოვრებ უხუცეს იაპონელ, კანე ტანაკიზე მთელი 6 წლით უფროსია.

 

ვაქცინის გაკეთების შემდეგ, რეჰტი ბიგუმიმ განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი