logo_geo
ერაყის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას წყლის დეფიციტის საფრთხე ემუქრება
- +

5 ივნისი. 2021. 22:14

 

 

რეგიონში კლიმატის ცვლილებებისა და მდინარეების, ევფრატისა და ტიგრის აქტიური გამოყენების გამო, ერაყს 2035 წლისთვის შესაძლოა, წყლის დეფიციტის საფრთხე დაემუქროს.

 

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ბარჰამ სალიჰმა განაცხადა.

 

„2035 წლისთვის ერაყს შესაძლოა ყოველწლიურად 10,8 კუბური მეტრი წყლის დეფიციტი შეექმნას. გარდა ამისა 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა ამჟამად არსებული 38 მილიონიდან 80 მილიონამდე გაიზრდება, რაც ეკონომიკურ და სოციალურ რისკებს გაზრდის, თუ კლიმატთან დაკავშირებული საკითხები არ მოგვარდება“, – განაცხადა სალიჰმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი