logo_geo
იაპონია მთვარეზე მკვლევარ რობოტს გაგზავნის
- +

6 ივნისი. 2021. 01:48

 

 

იაპონიის აეროკოსმიური კვლევების სააგენტო 2022 წელს მთვარეზე სპეციალური სისტემით აღჭურვილი მკვლევარი რობოტის გაგზავნას გეგმავს.

 

რობოტს ადგილის დათვალიერებისა და შესწავლის ფუნქცია ექნება. ამ მისიის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მთვარეზე სპეციალურ მისიას, რომელსაც იაპონია 2029 წლისთვის გეგმავს.

 

რობოტი საკმაოდ კომპლექსურია და 250 გრამს იწონის. რობოტის მთვარეზე გადასმას კერძო კომპანია Ispace უზრუნველყოფს. რობოტს ზონდის ფორმა ექნება, მთვარეზე კატაპულტირების შემდეგ კი გაიშლება, გამოჩნდება ბორბლები და ნავიგაციის სისტემა.

 

რობოტის შექმნაზე Sony-ის ინჟინრები მუშაობდნენ. რობოტის დიზაინის ავტორი კი სათამაშო Tomy-ის მწარმოებელია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი