logo_geo
რატომ არ ჩამოართვა ხელი დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს - აშშ-ის პრეზიდენტის პასუხი
- +

23 აპრილი. 2017. 02:37




ამერიკის პრეზიდენტმა სააგენტო Associated Press-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს.


„თითქოს ვიღაცამ დაიძახა: „ჩამოართვით ხელი ერთმანეთს", მაგრამ მე არ გამიგია. მანამდე უკვე დიდხანს ვიყავით ერთად და მე მას ხელი ოთხჯერ ჩამოვართვი", - განახადა დონალდ ტრამპმა.


გერმანიის კანცლერის და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა 17 მარტს, თეთრ სახლში გაიმართა.


ფოტოსესიის დროს ჟურნალისტებმა ამერიკის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს სთხოვეს ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთვათ. „ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ შეგვიძლია ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს", - მიმართა მერკელმა ტრამპს, მაგრამ ამ უკანასკნელს კანცლერის რეპლიკაზე რეაქცია არ ჰქონია. მედიის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტრამპმა შეგნებულად არ ჩამოართვა ხელი კანცლერს, რისთვისაც მკაცრად გააკრიტიკა.


19 მარტს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა სიტუაცია გაუგებრობით ახსნა. „ვფიქრობ, რომ მან უბრალოდ ვერ გაიგო რა სთხოვეს", - უთხრა საპისერმა ჟურნალისტებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი